Wednesday, April 13, 2011

მოკლე შინაარსი და კრიტიკული ანალიზი–– (ქართული ბეჭდვითი კულტურის განვითარების დასაწყისი. დაბეჭდილ პროდუქციაზე მოთხოვნების ზრდა)

(მოკლე) შინაარსი: მოცემულ თემაში აღწერილია სტამბის ჩამოყალიბების ისტორია და მისი განვითარების ეტაპები. განხილულია ვახტანგ მე6–ის მიერ პირველი ქართული სტამბის ჩამოყალიბება და შემდეგ ქაღთულად ნაბეჭდი წიგნების გავრცელება. აღნიშნულია ასევე ის ფაქტი რომ საზოგადოებაში თანდათან იზრდებოდა წიგნზე მოთხოვნილება, რასაც შემდგომში სხვა სტამბების გახსნა მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ვახტან მე–6ის სტამბა მტრებმა გაანადგურეს მისმა შთამომავლებმა მოგვიანებით მაინც შეძლეს ახალი სტამბების დაფუძნება, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში წიგნიერებისა და განათლების დონის ამაღლებას.
  ანალიზი–კრიტიკა:  ეს ტექსტი ეკუთვნის  ა. ვერულიას და ამოღებულია წიგნიდან "საქართველოს პოლიგრაფიული წარმოების მუშათა რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან" ქვეთავი–" ბეჭდვითი კულტურის განვითარების დასაწყისი. დაბეჭდილ პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდა" .
     ჩემი აზრით ტექსტი საკმაოდ ინფორმაციულია და ჩვენთვის მრავალ საინტერესო ფაქტს მოიცავს. საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული ბეჭდვის ისტორია და მისი განვითარება. არგუმენტირებულია და დამაჯერებელი.მას უფო მეტად ამყარებს კარგად გაშლილი ისტორიული ფონი. საბოლოო ჯამში პასუხობს სათაურს და დამაჯერებელსა და საკმარის ცნობებს გვაწვდის მასთან დაკავშირებით..



                                                                               სალომე ბურდული.

1 comment:

  1. აღნიშნული კრიტიკა არის უკვე გამოვეყნებული ტექსტის, რომლის სათაურია: "ქართული ბეჭდვითი კულტურის განვითარების დასაწყისი. დაბეჭდილ პროდუქციაზე მოთხოვნების ზრდა" და ამოღებულია წიგნიდან ა.ვერულიას–" საქართველოს პოლიგრაფიული წარმოების მუშათა რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან"

    სალომე ბურდული

    ReplyDelete