Thursday, April 21, 2011

ბიბლიოთეკაში ვიზიტის აღწერა

უკვე არჩეული თემის დასამუშავებლად წავედი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საულხან–საბა ორბელიანის სახელობის ბიბლიოთეკაში. რადგან ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი უფლება აქვს ვისარგბელო ამ ბიბლიოთეკით. შესვლისთანავე ბიბლიოთეკარს ვკითხე თუ რა წიგნები მოიძებნებოდა ჩემს თემასთან დაკავშირებით რომლის გამოყენებაც შემეძლო იმ დღესვე. ნაწილი წიგნებისა მოვძებნე ბიბლიოთეკის კატალოგში, ამოვიწერე საუთაურები და ავტორები (გამომცემლობები, და გამოცემის წლები ) წარვადგინე ბიბლიოთეკართან და რამოდენიმე წუთის შემდეგ მომიტანეს არჩეული წიგნი. ზოგ წიგნზე კი რომელიც იმ წუთას არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში და არც საცავში არ იყო მითხრეს რომ გამოწერდნენ საჯარო ბიბლიოთეკიდან და 3 დღეში შევძლებდი მათ გამოყენებას, მაგრამ რადგან დრო იყო შეზღუდული გამოვიყენე ის წიგნები რომლებიც მაშინვე მოვიძიე.ბიბლიოთეკარს გადავეცი სტუდენტის ბარათი (მოწმობა) , ავიღე წიგნები და დავიწყე მუშაობა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.
       დამატებითი ლიტერატურისათვის წავედი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ( რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, 5 წუთის სავალზე ჩვენი უნივერსიტეტიდან ) დავრეგისტრირდი "ერთჯერადად", კატალოგში მოვიძიე ჩემთვის საინტერესო ლიტერატურა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შემდეგ დავიწყე მუშაობა სამკითხველო დარბაზში.




სულხან–საბა ორბელიანის სახელობის ბიბლიოთეკა


აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკა



1 comment:

  1. უკვე დამუშავებული ინფორმაცია განვათავსე ბლოგზე,როგორც დავალებაში იყო მოცემული.

    სალომე ბურდული

    ReplyDelete