Thursday, April 21, 2011

ბიბლიოთეკაში ვიზიტის აღწერა

უკვე არჩეული თემის დასამუშავებლად წავედი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საულხან–საბა ორბელიანის სახელობის ბიბლიოთეკაში. რადგან ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი უფლება აქვს ვისარგბელო ამ ბიბლიოთეკით. შესვლისთანავე ბიბლიოთეკარს ვკითხე თუ რა წიგნები მოიძებნებოდა ჩემს თემასთან დაკავშირებით რომლის გამოყენებაც შემეძლო იმ დღესვე. ნაწილი წიგნებისა მოვძებნე ბიბლიოთეკის კატალოგში, ამოვიწერე საუთაურები და ავტორები (გამომცემლობები, და გამოცემის წლები ) წარვადგინე ბიბლიოთეკართან და რამოდენიმე წუთის შემდეგ მომიტანეს არჩეული წიგნი. ზოგ წიგნზე კი რომელიც იმ წუთას არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში და არც საცავში არ იყო მითხრეს რომ გამოწერდნენ საჯარო ბიბლიოთეკიდან და 3 დღეში შევძლებდი მათ გამოყენებას, მაგრამ რადგან დრო იყო შეზღუდული გამოვიყენე ის წიგნები რომლებიც მაშინვე მოვიძიე.ბიბლიოთეკარს გადავეცი სტუდენტის ბარათი (მოწმობა) , ავიღე წიგნები და დავიწყე მუშაობა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.
       დამატებითი ლიტერატურისათვის წავედი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ( რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, 5 წუთის სავალზე ჩვენი უნივერსიტეტიდან ) დავრეგისტრირდი "ერთჯერადად", კატალოგში მოვიძიე ჩემთვის საინტერესო ლიტერატურა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შემდეგ დავიწყე მუშაობა სამკითხველო დარბაზში.




სულხან–საბა ორბელიანის სახელობის ბიბლიოთეკა


აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკა



Wednesday, April 13, 2011

”პოეტების ნიშანი” გროლზის სტამბა ვარშავაში

'At the Sign of the Poets': Gröll's Printing-House in Warsaw




           1764 წელს,სტანისლავ ავგუსტუს პონიატოვსკის ტახტზე ასვლის შემდეგ, ორი დეკადა,იყო აღორძინების ხანა, რომელმაც უფრო დიდი წვლილი შეიტანა პოლონური ლიტერატურის განვითარებაში, ვიდრე ”პედანტური ძალისხმევის” მთელმა საუკუნემ ერმანიაში. ეს აღმასვლა ძირითადად განპირობებული იყო ნიჭიერი და განათლებული მწერლების გამოჩენით, ტომლებსაც მხარში ედგათ სტანისლავ ავგუსტუსი. მეორე ფაქტორი კი ვარშავაში მიტზერ დე კოლოფის, პიერ დიუფორის და მიშელ გლორიეს სტამბების დაარსება გახლდათ.
               საქსონების პერიოდიდან მოყოლებული (1697-1764) 1770იანი წლების დასაწყისამდე, ბეჭდვითი და საგამომცემლო საქმიანობა პოლონეთში მთლიანად სასულიერო პირების ხელთ იყო, თუმცა მათ ხელახლა გამოსცეს ”ოქროს ხანის” რამოდენიმე პროზაიკოსის  ნაშრომები. მათი გამოცემული წიგნების 90% შეადგენდა ლოცვანს , საგალობელთა ნოტებს, ფიუნერალურ ორატორულ სიტყვებს, თეოლოგიურ ნაშრომებსა და კალენდრებს. ნაბეჭდი მასალა ვრცელდებოდა პროვინციებში, მაგრამ ესეც იშვიათად ხდებოდა და მასალაც სულ ერთი სახის იყო. სტანისლავ ავგუსტუსის ძალისხმევა, გაეუმჯობესებინა მუქნელი,ტრაფარეტული, დაბალი ხარისხის ფურცელზე დაბეჭდილი და ცუდად დაჭრილი მონაცემები, უშედეგო აღმოჩნდა. დრამატურგი და სამეფო სტამბის მეთვალყურე ფრანცისკეს ბოჰომოლეცი იმ პერიოდს ასე მოიხსენიებს: ”გემოვნება იმდენად დაქვეითებული, დამპალი იყო.... რომ ძველი მწერლები შეიზიზღეს.”
                 გერმანელი ოვრზუნიეც მიტზლერ დე კოლოფი,1743 წელს მიიწვიეს პოლონეთშიმაგნატ ჯენ მალაჩოვის შვილის რეპეტიტორად. მან ვარშავაში გამოაქვეყნება დაიწყო 1753 წელს და თავისი, როგორც მბეჭდავის კარიერა დაუკავშირა ისეთ შეძლებულ მფარველებს, როგორებიც არიან: ზალუსკი, მალაჩოვსკი, ადამ ზარტორუსკი და სტანისლავ ავგუსტუსი, რომელთა მიზანი იყო ლიტერატურული და კულტურული სტამბების ამაღლება პოლონეთში.





  წყარო: ნათარგმნია-http://www.jstor.org/pss/4205426?searchUrl=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3D%2Bprinting-house%26acc%3Doff%26wc%3Don&Search=yes.
             

მოკლე შინაარსი და კრიტიკული ანალიზი–– (ქართული ბეჭდვითი კულტურის განვითარების დასაწყისი. დაბეჭდილ პროდუქციაზე მოთხოვნების ზრდა)

(მოკლე) შინაარსი: მოცემულ თემაში აღწერილია სტამბის ჩამოყალიბების ისტორია და მისი განვითარების ეტაპები. განხილულია ვახტანგ მე6–ის მიერ პირველი ქართული სტამბის ჩამოყალიბება და შემდეგ ქაღთულად ნაბეჭდი წიგნების გავრცელება. აღნიშნულია ასევე ის ფაქტი რომ საზოგადოებაში თანდათან იზრდებოდა წიგნზე მოთხოვნილება, რასაც შემდგომში სხვა სტამბების გახსნა მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ვახტან მე–6ის სტამბა მტრებმა გაანადგურეს მისმა შთამომავლებმა მოგვიანებით მაინც შეძლეს ახალი სტამბების დაფუძნება, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში წიგნიერებისა და განათლების დონის ამაღლებას.
  ანალიზი–კრიტიკა:  ეს ტექსტი ეკუთვნის  ა. ვერულიას და ამოღებულია წიგნიდან "საქართველოს პოლიგრაფიული წარმოების მუშათა რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან" ქვეთავი–" ბეჭდვითი კულტურის განვითარების დასაწყისი. დაბეჭდილ პროდუქციაზე მოთხოვნილების ზრდა" .
     ჩემი აზრით ტექსტი საკმაოდ ინფორმაციულია და ჩვენთვის მრავალ საინტერესო ფაქტს მოიცავს. საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული ბეჭდვის ისტორია და მისი განვითარება. არგუმენტირებულია და დამაჯერებელი.მას უფო მეტად ამყარებს კარგად გაშლილი ისტორიული ფონი. საბოლოო ჯამში პასუხობს სათაურს და დამაჯერებელსა და საკმარის ცნობებს გვაწვდის მასთან დაკავშირებით..



                                                                               სალომე ბურდული.

ქართული ბეჭდვითი კულტურის განვითარების დასაწყისი. დაბეჭდილ პროდუქციაზე მოთხოვნების ზრდა


  ქართული დამწერლობის ისტორია უძველესი დროიდან იწყება, მაგრამ ამის დამადასტურებელმა პირველწყაროებმა (წარწერებმა, ხელნაწერებმა და წიგნებმა) ჩვენამდე ვერ მოარწია. ისინი მტერთა შემოსევების თუ რელიგიათა ცვლის დროს განადგურდა.
             გადარჩენილი ხელნაწერებიდან ყველაზე ძველი  მეცხრე საუკუნეს განეკუთვნება (სენას მთის მონასტრის კრებული–"მრავალთავი" შატბერდის სახარება და ზატიკი) მეათე საუკუნის ქართული ხელაწერი წიგნები უფრო მეტია შემონახული.
             განუხრელად ვითარდებოდა უძველესი დროიდან ქართული ბეჭდვითი კულტურის საფუძველი. ამაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვით იმ ქართველ მამულიშვილებს, რომლებმაც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ. აკად. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: "ქართული დამწერლობას თავისი მრავალსაუკუნოვანი საგულისხმო ისტორია აქვს, რომელიც ჩვენი ერის ინტენსიური კულტურული ცხოვრებისა და შემოქმედების ნაყოფი არის"
             ამგვარად უძველესი დროიდან საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა მტკიცე ნიადაგი ქართული ბეჩდვითი საქმის განვითარებისათვის. თვით ქართული წიგნების ბეჩდვას და ქართული სტამბას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომლის ზოგიერთი ფურცელი უკვე მეცნიერულადაა გამოკვლეული.
               1629 წელს რომში პირველად დაამზადეს ლითონის მოძრავი ქართული შრიფტი, რომელითაც დაიბეჩდა ქართული ანბანი ლოცვებითურთ და პაოლინის ქართულიტალიური ლექსიკონი. იგივე წელს პირველი მათგანი სამჯერ გამოიცა. რომში ქართული წიგნიერების დაბეჩდვას გარკვეული მიზანი ჰქონდა. რომის პაპი დაინტერესებული იყო სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის საქართველოშიც კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებით, ამიტომ კათალიკოსის მქადაგებელ მღვდლებსა და ბერებს უნდა სცოდნოდათ ქართული ენა და წერაკითხვა, რომ თავიანთი რელიგიური მოძღვრება გაეცნოთ ქართველებისათვის.
               ცხადია, რომში პირველი ქართული წიგნების დაბეჭდვას დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. არ შეიძლება მას არ გამოევია დიდი ინტერესი ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილში.
              წიგნების გადაწერა მანამდე ხელით წარმოებდა, რაც რთული და ძნელი სამუშაო იყო, თანაც ხელნაწერი წიგნებით მკითხველი საზოგადოების მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა. ბეჭდვითი საქმისადმი დიდ დაინტერესებასა და საჭიროებაზე მიგვითითებს ისიც, რომ რომის შემდეგ ქართველი მოღვაწეები ქართული წიგნების ბეჭდვას რუმინეთში, მოსკოვში აწარმოებდნენ.
              ამას არ შეიძლება უფრო არ გაეძლიერებინა საქართველოში სტამბის დაარსების სურვილი, მიმ უფრო, რომ ქართულად დაბეჭდილ წიგნებზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდებოდა.
             ქართველი მოწინავე საზოგადოების დიდი ხნის  ოცნებას წარმატებით ახორციელებს ვახტანგ მე–6–. ის ანთიმოზ ივერიელის და სხვათა ხელის შეწყობით 1709 წლისათვის თბილისში იწყებს სტამბის გამართვას. ვახტანგმა ამისათვის ვლასეთიდან (რუმინეთი) დაიბარა სტამბის ოსტატი მიხეილ სტეფანოვი, რომელმაც თან ჩამოიტანა ქაღალდი, დაზგა, წიგნის მოკაზმულობისთვის საჭირო კლიშე და სტამბისათვის საჭირო სხვა ხელსაწყო მოწყობილობანი. ყოველივე ამით ვახტანგმა წარმატებით დააგვირგვინა თბილისში სტამბის დაარსება, რომელშიც 1709 წელს დაიბეჭდა დიდტანიანი ქართუი წიგნი––        . ამთ საძირკველი ჩაეყარა და დასაბამი მიეცა სასტამბო წარმოებას და წიგნთა ბეჩდვას საქართველოში.
           ვახტანგს წილად ხვდა ბედნიერება დაეარსებინა პირველი ქართული სტამბა, სადაც გაჩაღდა საგამომცემლო საქმიანობა. . კარიჭაშვილის ზუსტი გამოანგარსებით 1709–1722 წლებში დაიბეჭდა 18 დასახელების წიგნი, თუმცა მკვლევარები.ჟორდანია, .ჭიჭინაძე, .შანშიევი აღნიშნავდნენ, რომ ვახტანგის სტამბაში მთელი რიგი სხვა წიგნებიც იყო დაბეჭდილი.
         1723 წელს ქვეყნის პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალები შემოესივნენ, დაიპრყრეს თბილისი. მტერმა ააოხრა და იწასთან გაასწორა  ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებული სტამბა. თბილისში შეწყდა საგამომცემლო საქმიანობა.
          საქართველოში წიგნური დამწერლობის დაწყების დროიდან წიგნებზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდებოდა. ისინი საჭირო იყო დაწესებულებებისათვის, ეკლესიებისა და მონასტრების საქმეთა წარმოებისათვის, აგრეთვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც კერძოდ იძენდნენ წიგნებს. "დაიწერებოდა თუ არა ახალი თხზულება,–წერდა აკად. ივ.ჯავახიშვილი,–გადმოითარგმნებოდა თუ არა ახალი ძეგლი, ამ ახალი წიგნების შეძენის მსურველნი ჩნდებოდნენ და მათი გადაწერა იწყებოდა".ამით უფრო ვახტანგ მეექვსის დროისათვის დაბეჭდილ წიგნებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მათი მომხმარებლები იყვნენ, გარდა ეკლესიამონასტრებისა და დაწესებულებებისა, კულტურული ოჯახები და განათლებული ადამიანები. ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ "წესად იყო მოღებული გასათხოვარი ქალისათვის მზითევში უეჭველად წიგნებიც უნდა გაეტანებინათ". ამრიგად, დაბეჭდილ წიგნებზე დიდი მოთხოვნილება იყო, მაგრამ თბილისში საგამომცემლო საქმის განახლების შესაძლებლობას იმ დროს  შექმნილი ვითარება არ იძლეოდა. მიუხედავად ამისა, ქართული წიგნების ბეჭდვა არ შეუწყვეტიათ საქართველოდან გადახვეწილ ქართველ მოღვაწეებს, სტამბის საქმის მცოდნე პირებს. კერძოდ, მთავარეპისკოპოსმა იოსებ სამებელმა მოსკოვში დააარსა კარგად მოწყობილი ქართული სტამბა, სადაც 1737–1744 წლებში არაერთი წიგნი დაიბეწდა.
            აღმოსაცლეთ საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. 1744 ქართლსა და კახეთში გამეფდნენ თეიმურაზი და მისი შვილი ერეკლე. საქართველოში საგამომცემლო საქმის განახლებისათვის კვლავ შეიქმნა ხელსაყრელი პირობები და მართლაც ერეკლემ შეძლო ვახტანგ მეექვსის სტამბის აღდგენა,თბილისში ისევ დაიწყო წიგნების ბეჭდვა. ერეკლე მეორის სტამბა წარმატებით მუშაობდა; 1749–1800 წლებში აქ დაიბეჭდა რამდენიმე ათეული დასახელების წიგნი.
             მე–19–ე საუკუნის დასაწყისში სოლომონ მეორემ სტამბის ოსტატ რ.ზუბაშვილის მეშვეობით ქუთაისში მოაწყო სტამბა, რომელშიც 1803 წელს დაიბეჭდა პირველი საეკლესიო წიგნი. ამ სტამბამ იარსება 1817 წლამდე.
            საქართველოში სტამბა დიდი მნიშვნელობის სახელმწფო დაწესებულებად ითვლებოდა. ამიტომ ქვეყნის მმართველები მას სახელმწიფო ხარჯზე აწყობდნენ და საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობა უშუალოდ მათ ექვემდებარებოდა. ეს გასაგებია. მაშინ სტამბა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა. მასში დაბეჭდილი პროდუქცია უმთავრესად სასულიერო შინაარსისა იყო. სარწმუნოების მსახურთ, სამღვდელოებას ქვეყნის მართვა–გამგეობაში წამყვანი ადგილი ეჭირათ, ამიტომ სტამბა ძირითადად მათ ემსახურებოდა. ეს გარემოება სავსებით შეესაბამებოდა ინტერესებს.
           სტამბა იყო უმნიშვნელოვანესი დაწესებულება, მისი ოსტატობა საპატიო ხელობად ითვლებოდა. მესტამბე უნდა ყოფილიყო წიგნის მცოდნე, განათლებული ადამიანი, ხელოვანი, რომ შესძლებოდა ასოთა მოჭრა და ჩამოსხმა, აწყობა და დაბეჭდვა, საბეჭდი დაზგის გამართვა, აკინძვა, კორექტირება და სხვა სახის სამუშაოს შესრულება. ამიტომ მე–17–ე და მე–18–ე
საუკუნეების სტამბის ოსტატი იყო თავისი დროის მოწინავე ადამიანი, ბეჭდვითი საქმის ზედმიწევნით მცოდნე.
           ერეკლე მეორის დროს სტამბის ოსტატებში თვალსაჩინო დიფერენციაცია მოხდა: რასაც პირველ ხანებში ერთი ოსტატი აკეთებდა, შემდეგ ამავე სამუშაოს 2–3 კაცი ასრულებდა, ამასთან, შემუშავდა ყოველი სახეობის სამუშაოს შესაფერისი სახელი.
           მაშინ გამოცემული წიგნების ტირაჟი საკმაოდ დიდი იყო, იგი საშუალოდ 800 ეგზემპლარს აღემატებოდა.
          ამრიგად, მე17–18–ე საუკუნეების საქართველოში საგამომცემლო საქმემ მტკიცედ მოიკიდა ფეხი, მიუხედავად შეფერხებისა, ხდებოდა მისი განახლება და უფრო გაფართოება.ქართულ ბეჭდვით პროდქციაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილების განუხრელი ზრდით აისახებოდა ის ფაქტი, რომ ქართული წიგნები საკმაოდ დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იმ დროისათვის მიღწევები ქართული სიტყვის განვითარებაში ქართული კულტურის საერთო აღმავლობას ნიშნავდა.




წყარო:  ა.ვერულიას წიგნი–" საქართველოს პოლიგრაფიული წარმოების მუშათა რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან"
 გვ.6–13. ქვეთავი– ქართული ბეჭდვითი კულტურის განვითარების დასაწყისი. დაბეჭდილ პროდუქციაზე მოთხოვნების ზრდა.